Accessibility links

logo-print

გაეროს მიერ ერაყისთვის შემუშავებული საგანგებო


გაეროს მიერ ერაყისთვის შემუშავებული საგანგებო პროგრამის – “ნავთობი სურსათის სანაცვლოდ” – ხელმძღვანელმა, ბენონ სევანმა, განაცხადა, რომ კარგი იქნება, გამარტივდეს ამ პროგრამის განხორციელების მექანიზმი,

გაეროს მიერ ერაყისთვის შემუშავებული საგანგებო პროგრამის – “ნავთობი სურსათის სანაცვლოდ” – ხელმძღვანელმა, ბენონ სევანმა, განაცხადა, რომ კარგი იქნება, გამარტივდეს ამ პროგრამის განხორციელების მექანიზმი,
რათა შესაძლებელი გახდეს ერაყელი ხალხის მოთხოვნების უფრო სრულყოფილად დაკმაყოფილება. ამ შინაარსის განცხადება სევანმა დღეს ბაღდადში გააკეთა. ერაყში ოთხკვირიანი სტუმრობის მსვლელობაში იგი ქვეყნის ხელმძღვანელობის არაერთ წარმომადგენელს შეხვდა. პროგრამა “ნავთობი სურსათის სანაცვლოდ” 1996 წელს ამოქმედდა. მისი მიზანია, შეასუსტოს იმ სანქციების ჰუმანიტარული შედეგები, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობამ ერაყის მიმართ სპარსეთის ყურის ომის შემდეგ შემოიღო. ამ პროგრამით ერაყს უფლება ეძლევა, უცხოეთში გაყიდოს ნავთობის გარკვეული მოცულობა და მიღებული შემოსავლით სურსათი და მედიკამენტები შეიძინოს. ყველა გარიგება გაეროს მკაცრი მეთვალყურეობით ხორციელდება.
XS
SM
MD
LG