Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰამიდ


ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰამიდ კარზაი დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ესტუმრა.

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰამიდ კარზაი დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ესტუმრა.
საუდის არაბეთთან და პაკისტანთან ერთად, არაბთა გაერთიანებული საამიროები იმ სამეულში შედიოდა, რომელმაც ოფიციალურად სცნო თალიბანის რეჟიმი ავღანეთში. საამიროებმა განაცხადა, რომ ქაბულს 36 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს. ვიდრე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდოდა, ჰამიდ კარზაიმ საუდის არაბეთსა და პაკისტანშიც იმოგზაურა. დღესვე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზიციამ დაიწყო იმ ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა აღწერა, რომლებიც დასავლეთი ავღანეთის ქალაქ მასლახთან მდებარე ბანაკში ცხოვრობენ. ექსპერტთა შეფასებით, ეს მსოფლიოში უდიდესი ლტოლვილთა ბანაკია. ვარაუდობენ, რომ მას 200 ათასამდე ადამიანი აფარებს თავს.
XS
SM
MD
LG