Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა პალესტინელთა


ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა პალესტინელთა ავტონომიის უშიშროების ძალების ობიექტებზე,

ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა პალესტინელთა ავტონომიის უშიშროების ძალების ობიექტებზე,
რომლებიც ღაზის სექტორში, თვითმმართველობის ხელმძღვანელის, იასირ არაფატის შტაბ-ბინის მახლობლად მდებარეობს. მსხვერპლის შესახებ არაფერს იტყობინებიან. თვით არაფატს უკვე ორი თვეა, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალიდან არ უშვებენ ისრაელი ჯარისკაცები. არაფატისგან ისრაელი ტერორისტთა წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების გატარებას მოითხოვს. დღევანდელ საავიაციო იერიშამდე რამდენიმე საათით ადრე, სამხრეთი ისრაელის ქალაქ ბეერ-შებაში, ავტომატური იარაღით აღჭურვილმა ორმა პალესტინელმა ცეცხლი გაუხსნა ისრაელის სამხედრო ბაზას, რის შედეგადაც ორი ისრაელი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ხუთი – დაიჭრა. საპასუხო ცეცხლით ისრაელმა ჯარისკაცებმა ორივე თავდამსხმელი მოკლეს. დღესვე, დილით, ისრაელის ჯარის ნაწილები მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში შევიდნენ. ატყდა სროლა, რის შედეგადაც ორი პალესტინელი დაიჭრა. ისრაელმა ჯარისკაცებმა რამდენიმე სახლი გაჩხრიკეს და დააკავეს ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანალი სამი პალესტინელი.
XS
SM
MD
LG