Accessibility links

ჩრდილოეთი ავღანეთის სამი ძირითადი ეთნიკური


ჩრდილოეთი ავღანეთის სამი ძირითადი ეთნიკური ჯგუფის – უზბეკების, ტაჯიკებისა და ჰაზარელების – ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას

ჩრდილოეთი ავღანეთის სამი ძირითადი ეთნიკური ჯგუფის – უზბეკების, ტაჯიკებისა და ჰაზარელების – ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას
რეგიონის უდიდეს ქალაქში, მაზარ-ი-შარიფში, უშიშროების ზომების გატარების საკითხში. ამ ერთი კვირის წინათ ქალაქში ცხარე შეტაკებები მოხდა უზბეკთა ლიდერის, აბდულ რაშიდ დოსთუმის რაზმებსა და ადგილობრივი ტაჯიკებისგან შემდგარ შეიარაღებულ შენაერთებს შორის. ამ უკანასკნელთ მოჰამედ ატა ხელმძღვანელობდა. დღეს დოსთუმმა, ატამ და ჰაზარელების წირმომადგენლებმა მოილაპარაკეს, ქალაქში შეიარაღებულ პირთა შესვლა აკრძალონ. მაზარ-ი-შარიფში წესრიგის დამყარება ტაჯიკებისგან, უზბეკებისგან და ჰაზარელებისგან შემდგარ მილიციას დაევალა.
XS
SM
MD
LG