Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში, ჰანკალის ხეობაში, რუსეთის არმიამ


ჩეჩნეთში, ჰანკალის ხეობაში, რუსეთის არმიამ დაიწყო ახალი მსხვილი სამხედრო ოპერაცია.

ჩეჩნეთში, ჰანკალის ხეობაში, რუსეთის არმიამ დაიწყო ახალი მსხვილი სამხედრო ოპერაცია.
როგორც რუსული მხარე იუწყება, სამი ჩეჩენი მეომარი მოკლეს, ერთი რუსი სამხედრო დაიჭრა. არეალი მთლიანად გადაკეტილია. დღესვე გროზნოში ჩეჩენ მეომრებთან რუსეთის ჯარისკაცებს შეტაკება მოუხდათ, დაიჭრა მილიციის პოდპოლკოლვნიკი. “ასოშეიტედ პრესს” უთხრეს პრომოსკოვური ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რომ ნაღმზე აფეთქდებული რუსი სამხედროებიდან სამი დაიღუპა, 11 დაიჭრა.
ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის საიდუმლო სამსახურის მიმართ წაყენებული ბრალდებების დადასტურება ცეცხლის შეწყვეტამდე მიგვიყვანს. მასხადოვი ლაპარაკობდა ბორის ბერეზოვსკის განცხადებაზე, რომ რუსეთის საიდუმლო სამსახურმა 1999 წელს მოაწყო ტერორისტული აქტი და შემდეგ ის ჩეჩენ მეამბოხეებს დააბრალა. მასხადოვის თქმით, ბერეზოვსკის ხელთ არსებული მასალა-ჩანაწერი თავდასხმის შესახებ, ყველას თვალს აუხელს.
XS
SM
MD
LG