Accessibility links

ასი ათასი ადამიანი გავიდა დღეს


ასი ათასი ადამიანი გავიდა დღეს ირანის დედაქალაქის თეირანის ქუჩებში, რათა ისლამური რევოლუციის 23 წლისთავი აღენიშნა და ამასთან ერთად პროტესტი გამოეთქვა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის მიმართ.

ასი ათასი ადამიანი გავიდა დღეს ირანის დედაქალაქის თეირანის ქუჩებში, რათა ისლამური რევოლუციის 23 წლისთავი აღენიშნა და ამასთან ერთად პროტესტი გამოეთქვა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის მიმართ.



ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, როგორც ცნობილია, ირანი მსოფლიოში ბოროტების ღერძის ერთ-ერთ ნაწილად გამოაცხადა.
დემონსტრანტებს მოჰქონდათ პატრიოტული პლაკატები, ასევე ტრანსპარანტები ბუშის გამოსახულებით, რომელსაც პირათან მიწერილი ჰქონდა ფრაზა: შევცდი, როცა ირანი დავადანაშაულე.
ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ მიმართა შეკრებილთ და თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი პოლიტიკა უნდა შეცვალოს ირანის მიმართ, ხათამის თქმით ამერიკელ ხალხს აქვს საფუძველი მოკითხოს თავის მთავრობას, თუ რატომ უნდა გადაიხადოს ხალხმა მთავრობის არასწორი პოლიტიკის საფასური, ამერიკელ ხალხს აქვს უფლება ჰკითხოს თავის ხელმძღვანელებს, საზარელი და საშინელი11 სექტებერის აქტში, როგორი იყო ტერორისტების წილი და როგორი არასწორი პოლიტიკის წილი, რომელსაც მსოფლიოში ამერიკის ხელისუფლება ატარებს.
ირანიდან მიღებული ცნობების თანახმალ, ირანის საზოგადოება კონსოლიდირებულია ვაშინგტონის ბრალდებების გამო.
ირანის მთავრობამ ეს ბრალდებები უარყო.
XS
SM
MD
LG