Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებულ არაბულ საამიროებში იმყოფებოდა ავღაენთის

გაერთიანებულ არაბულ საამიროებში იმყოფებოდა ავღაენთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი. საამიროები, საუდის არაბეთსა და პაკისტანთან ერთად, იმ იშვიათ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებმაც აღიარეს თალიბების ავღანეთი.

კარზაიმ აბუ დაბიში კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი აზრი, რომ ავღანეთში უნდა გაიზარდოს საერთაშორისო ჯარის რიცხვი. მან თქვა, რომ სხვადასხვა პროვინციებიდან სთხოვენ, გააგზავნოს იქ ჯარი. ავღანეთის დროებითი მთავრობის მეთაურის აზრით, ავღანელებს ახლა განათლებაზე, ჯანმრთელობაზე და ეკონომიკის აღდგენაზე უფრო მშვიდობა და უსაფრთხოების გარანტია სჭირდებათ.
დღეს კარზაიმ აბუ დაბიში გახსნა ავღანეთის საელჩო და სამშობლოში დაბრუნდა.
პაკისტანი და საუდის არაბეთი კარზაიმ გასულ კვირაში მოინახულა.
XS
SM
MD
LG