Accessibility links

logo-print

ისრაელის არმიის საბრძოლო თვითმფრინავები და


ისრაელის არმიის საბრძოლო თვითმფრინავები და შვეულმფრენები დღეს ცეცხლს უშენდა პალესტნელთა ავტონომიის ქალაქ ღაზის მნიშვნელოვან ობიექტებს.

ისრაელის არმიის საბრძოლო თვითმფრინავები და შვეულმფრენები დღეს ცეცხლს უშენდა პალესტნელთა ავტონომიის ქალაქ ღაზის მნიშვნელოვან ობიექტებს.

ღაზის საავადმყოფოს ინფორმაციის თანახმად, იქ რამდენიმე ათეული ადამიანია მოთავსებული, დაშავებული თავდასხმის შედეგად.
პალესტინელთა წარმომადგენელმა საებ ერექათმა განაცხადა: ის რაც ღაზაში ხდება, “ეფ-16”-ბით და “აპაჩის” ტიპის შვეულმფრენებით დაბობვა, არის უკიდურესი გამძაფრება, სიტუაცია ძალიან საშიშია, დროა ამერიკის ადმინისტრაციამ შეცვალოს კურსი და დროს მაა აჩვენოს შარონს მიმართულება.
ისრაელის ამ თავდასხმებამდე, გუშინ, პალესტინელთა მხრიდან გასროლილი რაკეტა ჩავარდა ისრაელში, დაუსახლებელ ადგილას და არც მსხვერპლი, არც ნგრევა არ გამოუწვევია.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა დაგმო ისრაელის დღევანდელი თავდასხმები პალესტინელთა ტერიტორიაზე. დაბობვის დროს ღაზაში გაეროს შენობაც დაზიანდა.
ამასობაში ევროპის კავშირი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი იმედს არ კარგავს ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მოლაპარაკება აღდგეს. ფიშერი აპირებს რეგიონში გაფრინდეს ამ კვირაში და იქ ორივე მხარის წარმომადგენლებს შეხვდეს. მწვანეთა პარტიის ლიდერი აპირებს ტელ ავივის აეროპორტში თავის ბრიტანელ კოლეგას ჯეკ სტროს მოელაპარკოს.
გასულ კვირაში ევროპის კავშირის საგარეო სამქეთა მინისტრებმა გააკრიტიკეს შეერთებული შტატების პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში.
XS
SM
MD
LG