Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირისა და “ორგანიზაცია ისლამური


ევროპის კავშირისა და “ორგანიზაცია ისლამური კონფერენციის” წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა,

ევროპის კავშირისა და “ორგანიზაცია ისლამური კონფერენციის” წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა,
სტამბოლში მიმდინარე კონფერენციაზე, ხაზგასმით აღნიშნეს ქრისტიანთა და მაჰმადიანთა შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობა, განსაკუთრებით 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის კოორდინატორმა, ხავიერ სოლანამ, კონფერენციის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას, განაცხადა: [ხავიერ სოლანას ხმა] “ჩვენი ამოცანაა, წერტილი დავუსვათ ძველსა და მეტისმეტად გაჭიანურებულ კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში. მე ვერ დამავიწყდება და არც დამავიწყდება, რომ პალესტინელთა პრეზიდენტი, იასირ არაფატი, ორგანიზაცია ისლამური კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტია. ჩვენ ყოველმხრივ ხელი უნდა შევუწყოთ ახლო აღმოსავლეთის პრობლემების პოლიტიკურ მოგვარებას. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი იზიარებს რწმენას, რომ პალესტინელებსა და ისრაელს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა ორი სახელმწიფოს არსებობაა.” სტამბოლში მიმდინარე კონფერენციის მსვლელობაში, მინისტრთა დონეზე, დაგეგმილია ასზე მეტი ორმხრივი შეხვედრა.
XS
SM
MD
LG