Accessibility links

logo-print

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გუშინ სოხუმში შეხვდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ანრი ჯერგენიას.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გუშინ სოხუმში შეხვდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ანრი ჯერგენიას.
ჯორბენაძესთან ერთად სოხუმში იმყოფებოდა გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი დიტერ ბოდენი. ვიზიტი სწორედ ამ უკანასკნელის შუამდგომლობით მოეწყო. საუბრის მთავარი თემა კოდორის ხეობაში მდგომარეობის სტაბილიზებისკენ მიმართული ღონისძიებები იყო. გაეროს სამხედრო მისიის ხელმძღვანელმა ანის ბაჯვამ იმედი გამოთქვა, რომ ჯორბენაძე-ჯერგენიას მოლაპარაკება ხელს შეუწყობს კოდორის ხეობასთან დაკავშირებული სადავო საკითხების მოგვარებას.
XS
SM
MD
LG