Accessibility links

შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა მსოფლიო კინოს


შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა მსოფლიო კინოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, “ოსკარის” კანდიდატთა სია.

შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა მსოფლიო კინოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, “ოსკარის” კანდიდატთა სია.
კანდიდატთა შორის ყველაზე მეტჯერ (13-ჯერ) დასახელებულია კინოფილმი “ბეჭდების მბრძანებელი”. ფანტასტიკის ჟანრში შექმნილმა ამ ნაწარმოებმა საგრძნობლად გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ სურათს “შესანიშნავი გონება”, რომელიც “ოსკარზე” შვიდ ნომინაციაშია წარდგენილი. საუკეთესო ფილმის კატეგორიაში, ორი დასახელებული სურათის გარდა, გამარჯვების კანდიდატები არიან: “მულენ რუჟი”, “საძილე ოთახში” და “გოსფორდ პარკი”. საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმის ნომინაციაში “ოსკარის” პრეტენდენტთა ხუთეული ასეთია: “მონმარტრელი ამელი” (საფრანგეთი), “ლაგაანი” (ინდოეთი), “არავის მიწა” (ბოსნია), “ელინგი” (ნორვეგია) და “პატარძლის ვაჟი” (არგენტინა).
XS
SM
MD
LG