Accessibility links

logo-print

ჰააგაში დაიწყო იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის


ჰააგაში დაიწყო იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი.

ჰააგაში დაიწყო იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი.
მილოშევიჩს ბრალად ედება გენოციდი, სხვადასხვა სახის სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა ხორვატიაში, ბოსნიასა და კოსოვოში, 90-იან წლებში. სასამართლოს გახსნაზე ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა, კარლა დელ პონტემ, რწმენა გამოთქვა, რომ ტრიბუნალი მილოშევიჩს დამნაშავედ სცნობს. მისი თქმით, მილოშევიჩის მიერ ჩადენილი დანაშაულები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა, ხოლო მისი მოქმედება ომის წარმოების ყველა მიღებული ნორმის უხეში დარღვევით ხასიათდება. [კარლა დელ პონტეს ხმა] “ეს დანაშაულები ყოველ ჩვენგანს ეხება, განურჩევლად იმისა, სად ვცხოვრობთ; რადგან ისინი ხელყოფს ჩვენს უმთავრეს პრინციპებს, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და ადამიანის ღირსებას უკავშირდება.” სლობოდან მილოშევიჩი უარს აცხადებს, აღიაროს სამხედრო დანაშაულის საკითხებზე გაეროს ეგიდით მოქმედი ტრიბუნალის ლეგიტიმურობა. იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება შეთითხნილია. გარდა ამისა, იგი უარს ამბობს, ისარგებლოს ვექილების დახმარებით.
XS
SM
MD
LG