Accessibility links

logo-print

პაკისტანის პოლიციამ დღეს იმედი გამოთქვა


პაკისტანის პოლიციამ დღეს იმედი გამოთქვა, რომ 23 იანვარს ინდონეზიის ქალაქ კარაჩიში გატაცებული ამერიკელი ჟურნალისტი დენიელ პერლი, ცოცხალია.

პაკისტანის პოლიციამ დღეს იმედი გამოთქვა, რომ 23 იანვარს ინდონეზიის ქალაქ კარაჩიში გატაცებული ამერიკელი ჟურნალისტი დენიელ პერლი, ცოცხალია.
მაგრამ მისი ადგილსამყოფლის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. დღეს კარაჩის პოლიციის უფროსმა დაკითხა “უოლ სტრიტ ჯორნელის” კორესპონდენტის გატაცების მოწყობაში მთავარი ეჭვმიტანილი – ცნობილი ისლამისტი ექსტრემისტი, აჰმად ომარ საიდ შეიჰი. იგი დილით, ქალაქ ლაჰორში დააკავეს. აჰმად ომარ საიდ შეიჰს პაკისტანის ხელისუფლება პერლის გატაცების ორგანიზატორად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG