Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის დედაქალაქში დღეს მასობრივი საპროტესტო


მოლდავეთის დედაქალაქში დღეს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოეწყო მთავრობის გეგმის საწინააღმდეგოდ აამაღლოს რუსული ენის სტატუსი.

მოლდავეთის დედაქალაქში დღეს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოეწყო მთავრობის გეგმის საწინააღმდეგოდ აამაღლოს რუსული ენის სტატუსი.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მიერ მოწყობილ ამ დემონსტრაციები 15-ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ ტრანსპარენტებზე ეწერა: “გაწითლებას სიკვდილი გვირჩევნია”, “ნუ გააყალბებთ ისტორიას”.
მთავრობას სურს რუსული ენის სახელმწიფო ენად გადაქცევა და სკოლებში რუსული ენის სავალდებულო სწავლების შემოღება. ამასთან ისტორიის სახელმძღვანელოებში დამატებების შეტანა, რაც როგორც ოპოზიცია შიშობს საბჭოთა წარსულის გაბუქებას და რუმინული წარსულის დაკნინებას ემსახურება.
მოლდავეთი 1940 წლამდე რუმინეთის ნაწილი იყო. მისი მცხოვრებთა უმეტესობა რუმინულენოვანია.
XS
SM
MD
LG