Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰააგის ტრიბუნალზე


იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰააგის ტრიბუნალზე ბრალდებებისაგან თავის დაცვისას მკაცრად გააკრიტიკა ნატო და შეერთებული შტატები.

იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰააგის ტრიბუნალზე ბრალდებებისაგან თავის დაცვისას მკაცრად გააკრიტიკა ნატო და შეერთებული შტატები.
პროკურორების გუშინდელ გამოსვლაში ლაპარაკი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახული სისასტიკის ბოროტმოქმედებებზე 1991-92 წლებში ხორვატიაში, 1992-95 წლებში ბოსნიაში და 1998-99 წლებში კოსოვოში. მილოშევიჩმა დღეს დაიწყო თავის დაცვა იუგოსლავიის წინააღმდეგ 1999 წელს ნატოს საჰაერო კამპანიაზე მითითებით. მილოშევიჩის სიტყვებით, ეს კამპანია ”შეთითხნილ” ფაქტებს ეფუძნებოდა. მან გაიხსენა ნატოს ოპერაციის დროს დაღუპული სამოქალაქო პირები და აღნიშნა ისიც, რომ ასი ათასობით ეთნიკური ალბანელი კოსოვოდან ნატოს ბომბებს გაურბოდა. [მილოშევიჩის ხმა] ”და ეს გაქცევა- რასაც თქვენ ”დეპორტაცია” უწოდეთ – კოსოვოს დაბომბვას ემთხვევა. თვით ბრალდებაში მოყვანილი თარიღები ემთხვევა დაბომბვის პერიოდს. ასე რომ, ესეც კი ადასტურებს, რომ მთელი საქმე დაფუძნებულია ფაქტების მანიპულაციაზე. ეს არის დამნაშავეთა - მსხვერპლად გამოყვანის მცდელობა”. მილოშევიჩის თქმით, კოსოვოში ალბანელ მეამბოხეებთან მებრძოლი სერბი ჯარისკაცები ისეთივე ანტიტერორისტულ ომში იბრძოდნენ, როგორიც არის ამჟამინდელი ანტიტერორისტული სამხედრო კამპანია ავღანეთში. მილოშევიჩი ბრალდებებს ომის პერიოდის საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ გამოეხმაურა პატიმრების სამხედრო ტყვეებად მოხსენიებით: [მილოშევიჩის ხმა]”როცა შევიტყვე ბანაკების შესახებ, მოვითხოვე ახსნა- განმარტება- ნუთუ შესაძლებელი იყო, რომ სერბებმა ბანაკები შექმნეს? განმარტება, რომელიც მომცეს, ასეთი იყო: ბანაკები არ არსებობდა, იყო საპატიმროები სამხედრო ტყვეებისათვის, რომელთაც იქ მოკლე ხნით ამყოფებდნენ, შემდეგ კი ცვლიდნენ პრინციპით ყველა-ყველაზე. ეს იყო განმარტება, რომელიც რამდენიმეჯერ მივიღე. ახლა კი ვხედავ ადამიანებს, ვინც ბანაკებში მუშაობდა და ვინც ამბობს, რომ ამ საკითხში ყველა მოგვატყუეს, შესაძლოა მოატყუეს ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ლიდერებიც.” მილოშევიჩმა ბრალმდებლებს განუცხადა აგრეთვე, რომ მათ არ გააჩნიათ სამხილები მის წინააღმდეგ და რომ სასამარლო პროცესი არის ”დანაშაული სიმართლის წინააღმდეგ. ”
XS
SM
MD
LG