Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამათრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციები რელიგიური ესქტრემიზმის


არასამათრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციები რელიგიური ესქტრემიზმის ფაქტებთან დაკავშირებით მოითხოვენ ეროვნული უშიშროების საბჭოს ეგიდით შეხვედრის გამართვას.

არასამათრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციები რელიგიური ესქტრემიზმის ფაქტებთან დაკავშირებით მოითხოვენ ეროვნული უშიშროების საბჭოს ეგიდით შეხვედრის გამართვას.
როგორც საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ხუთშაბათს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის, უშიშროების საბჭოს მდივან ნუგზარ საჯაიასა და მისი მოადგილის, რუსუდან ბერიძის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნავენ, ბოლო დროს რელიგიურ უმცირესობათა დევნა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე საგანგაშო ფორომად იქცა. ამასთან, ფანატიკოსთა მიერ მშვიდობიანი შეკრებების დარბევა და ძალადობის სხვა აქტები ხდება სამართალდამცავთა სრული უმოქმედობის ფონზე. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ შეხვედრაზე სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელობის, აგრეთვე საქართველოში მოქმედი რელიგიური თემების, მათ შორის ექსტრემისტების თავდასხმებით დაზარალებული კონფესიების წარმომადგენლების, უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიწვევას. არასამათრობო ორგანიზაციების მიმართვაში ისიც არის აღნიშნული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები რელიგიური ექსტრემიზმის აღმოსაფხვრელად; უნდა ჩამოყალიბდეს რელიგიურ ექსტრემიზმთან ბრძოლის სტრატეგია, როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.
XS
SM
MD
LG