Accessibility links

logo-print

პაკისტანის ხელმძღვანელობა უარყოფს ცნობას, რომლის


პაკისტანის ხელმძღვანელობა უარყოფს ცნობას, რომლის თანახმად ამერიკელი ჟურნალისტი, დენიელ პერლი ცოცხალი აღარ არის.

პაკისტანის ხელმძღვანელობა უარყოფს ცნობას, რომლის თანახმად ამერიკელი ჟურნალისტი, დენიელ პერლი ცოცხალი აღარ არის.
ეს ცნობა პერლის გატაცებაში მთავარმა ეჭვმიტანილმა, აჰმედ ომარ საიდ შეიხმა გაავრცელა. აჰმედ ომარ საიდ შეიხი ბრიტანეთში დაბადებული მუსლიმანი ექსტრემისტია, რომელსაც შეიხ ომარადაც მოიხსენიებენ. მან სამხრეთი პაკისტანის ქალაქ კარაჩიში სასამართლოს უთხრა, რომ პერლი, ალბათ, ცოცხალი აღარ არის. პერლი იანვრის ბოლოს კარაჩიში, ისლამისტ ექსტრემისტების შესახებ რეპორტაჟზე მუშაობისას გაუჩინარდა. შეიხმა ომარმა აღიარა, რომ გატაცებაში მისი ხელი ერია. მას არ უთქვამს, სად ან როდის მოკლეს პერლი. პაკისტანის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყნის ხელმძღვანელობა ვერ დაადასტურებს შეიხ ომარის განცხადებას, ვიდრე ხელთ არ ექნება პერლის სიკვდილის დამადასტურებელი სამხილები.
XS
SM
MD
LG