Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით


იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბელგია სამხედრო დანაშაულთა ბრალდებებით ვერ გაასამართლებს ამჟამინდელ ლიდერებს, რადგან მათ დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს.

იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბელგია სამხედრო დანაშაულთა ბრალდებებით ვერ გაასამართლებს ამჟამინდელ ლიდერებს, რადგან მათ დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს.
ეს გადაწყვეტილება ბელგიას აიძულებს, შეაჩეროს კონგოს ყოფილი საგაერო საქმეთა მინისტრის, აბდულა იეროდია ნდომბასის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი. ნდომბასი ეჭვმიტანილია 1998 წელს ასობით ტუტსის დახოცვის ხელშეწყობაში. იუწყებიან აგრეთვე, რომ მოსამართლე ბრიუსელში მომავალი თვის დასაწყისში მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, შეუძლია თუ არა სასამართლოს ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის გასამართლება. შარონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს 1982 წელს ლიბანის ერთ-ერთ ლტოლვილთა ბანაკში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისას გადარჩენილმა პირებმა. იმ პერიოდში შარონი ისრაელის თავდაცვის მინისტრი იყო. ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში, იან დევადენმა აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება, მისი აზრით, შარონის წინააღმდეგ საქმის დახურვას მოასწავებს. დღესვე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აღნიშნა, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მხარს უჭერს ისრაელის პოზიციას, რომლის მიხედვით ბელგიაში შარონის გასამართლება სამხედრო დანაშაულებში ბრალდებით მიუღებელია. 1993 წელს მიღებული კანონი ბელგიას აძლევს უფლებას, გაასამართლოს სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილები იმის მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში იქნა ჩადენილი ასეთი დანაშაული.
XS
SM
MD
LG