Accessibility links

logo-print

მინსკში პოლიციამ დაარბია ასობით სტუდენტის


მინსკში პოლიციამ დაარბია ასობით სტუდენტის დემონსტრაცია, რომელზეც ვალენტინის დღეს აღნიშნავდნენ.

მინსკში პოლიციამ დაარბია ასობით სტუდენტის დემონსტრაცია, რომელზეც ვალენტინის დღეს აღნიშნავდნენ.
დააკავეს 30-ზე მეტი დემონსტრანტი, რომელთა ნახევარი მცირეწლოვანები არიან. გამოსვლა, რომელიც ოპოზიციურმა მოძრაობა ”ახალგაზრდულმა ფრონტმა” მოაწყო, ბელარუსის ხელმძღვანელობას აკრძალული ჰქონდა. სტუდენტური გამოსვლის მონაწილეები მოითხოვდნენ სიტყვის თავისუფლებას და სახელმწიფო რეპრესიების შეწყვეტას, გაიძახოდნენ ლოზუნგებს ”სიყვარული და ცვლილება”, ”ბელარუსი ევროპაშია”. ხუთშაბათს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტები მივიდნენ დასავლეთის 23 სახელმწიფოს საელჩოებში, დაარიგეს ვალენტინის დღის მისალოცი ბარათები და საელჩოებს სთხოვეს დახმარება, მათი სიტყვებით, ბელარუსში ”რეპრესიებისა და დიქტატურის” დაძლევაში.
XS
SM
MD
LG