Accessibility links

logo-print

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელსა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელსა და პალესტინელებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისაკენ მოუწოდებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელსა და პალესტინელებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისაკენ მოუწოდებს.
იოშკა ფიშერის ვიზიტი ისრაელში მიეკუთვნება ევროკავშირის ძალისხმევას ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკების განახლების ხელშესაწყობად. როგორც გერმანელმა მინისტრმა აღნიშნა, ევროპის სამშვიდობო ძალისხმევა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული უნდა იყოს. [ფიშერის ხმა]”როგორც ისრაელის მეზობლები და მეგობრები, შეშფოთებული ვართ ბოლოდროინდელი მოვლენებით, ტერორის მატებითა და უდანაშაულო ადამიანების ტანჯვით. ტერორი უნდა შეწყდეს და უნდა მივაგნოთ გზებს მოლაპარაკებებთან დასაბრუნებლად.” იოშკა ფიშერი დღეს თელ-ავივში შეხვდა ისრაელის თავდაცვის მინისტრ, ბენიამინ ბენ-ელიეზერს. მაგრამ გაუქმდა მისი შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონთან. ცნობების თანახმად შარონს გრიპი აქვს და თავს შეუძლოდ გრძნობს. ფიშერი ხვდება აგრეთვე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, შიმონ პერესს და პალესტინელთა ლიდერს, იასირ არაფატს. დღესვე, უფრო ადრე გავრცელებული ცნობებით, ისრაელის ჯარებმა უკან დაიხიეს ღაზის სექტორის პალესტინელთა კონტროლზე დაქვემდებარებული რამდენიმე ადგილიდან. 6 პალესტინელი მოკლეს და ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი სულ ცოტა 18 კაცი დააკავეს გუშინდელი ოპერაციების დროს, რომლებიც მოჰყვა გასული კვირის მიწურულს ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელთა ჭურვებით თავდასხმას.
XS
SM
MD
LG