Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის გარემოს დაცვის კომისრის


ევროპის კავშირის გარემოს დაცვის კომისრის მარგო უოლსტრომის აზრით, შეერთებული შტატის წინადადება გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, ვერ გახდება კიოტოს ოქმის ალტერნატიული ვარიანტი.

ევროპის კავშირის გარემოს დაცვის კომისრის მარგო უოლსტრომის აზრით, შეერთებული შტატის წინადადება გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, ვერ გახდება კიოტოს ოქმის ალტერნატიული ვარიანტი.

ჯორჯ ბუშის იდეა გააკრიტიკა გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრმა იურგენ ტრიტინმაც.
ავტრალიის პრემიერმა კი გეგმას დადებითი შეფასება მისცა.
ეკოლოგიურ ორგინაზაცია “დედამიწის მეგობრები” თვლის, რომ ბუშის მოქმედების უკან ენერგეტიკული კომპანიების ინტერესები იმალება.
აქვე გეტყვით, რომ ლაპარაკია ბუშის გუშინდელ წინადადებაზე, შეუმციროს გადასახადი იმ ფირმებს, რომლებიც სამრეწველო გაზების ატმოსფეროში გაშვებას შეამცირებენ.
კიოტოს ოქმი, რომლიდანაც შეერთებული შტატებიგავიდა შარშან, ითვალისწინებს 1990 წლის დონეზე შემცირდეს სამრეწველო გამონაბოლქვი.
XS
SM
MD
LG