Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის ომის დამნაშავეთა ტრიბუნალს კანონიერება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი, რომელსაც ამჟამად ასამართლებენ გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის,

განუწყვეტლივ იმეორებს, რომ ომის დამნაშავეთა გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისთვის არაკანონიერი წარმონაქმნია.

მრავალი თვლის, რომ სერბების ყოფილი ლიდერი ამ ტაქტიკას მიმართავს, რათა გადაიტანოს ყურადღება მისი საკუთარი დამნაშავეობიდან ბოლო ათწლეულის ომებში, რომლებმაც გააპარტახა ბალკანეთი. მიუხედავად ამისა, მისი გამოსვლები ბადებს კითხვას ჰააგის ტრიბუნალის კანონიერების თაობაზე.

ვაშიგტონელი ექსპერტი რიჩარდ დიკერი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს უოჩიდან”, თვლის, რომ ტრიბუნალის ლეგიტიმურობაში ეჭვის აღძვრა მილოშევიჩს დიდ სარგებელს არ მოუტანს. მისი თქმით, მილოშევიჩის არგუმენტაცია ვერ უძლებს კრიტიკას, ვინაიდან ტრიბუნალი დაარსებულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, რომელსაც აქვს ამის უფლებამოსილება.

დიკერის თქმით, ტრიბუნალმა უკვე აჩვენა თავისი მიუკერძოებლოება და პატიოსნება. ამის დამამტკიცებელია ის ფაქტი, რომ მოსამართლეებმა პატივი სცეს მილოშევიჩის გადაწყვეტილებას არ მოეხმო ვექილები და თვით დაეცვა საკუთარი თავი, თუმცა ამან გაართულა ტრიბუნალის მუშაობა.

რუთ უედჯუდი საერთაშორისო სამართლის პროფესორი ვაშიგტონის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ ტრიბუნალის ლეგიტიმურობა გამოდინარეობს გაეროს ქარტიის მეშვიდე მუხლიდან. უეჯუდი არ თვლის მნიშვნელოვნად აზრს, რომ ტრიბუნალი პოლიტიზებულია ან, რომ ის დასავლეთის ქვეყნების ინტრესებს ემასხურება. მთავარი ის არის, რომ ტრიბუნალი მართლმსაჯულებას თავაზობს ბალკანეთის ხალხს ამბობს ის.
[უეჯუდის ხმა] “ლეგიტიმურობის ფართო გაგებით არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიზებულია თუ არა სასამართლო, კარგია თუ ცუდი ის ბალკანეთისთვის. მე ვფიქრობ სერბების უმრავლესობა კმაყოფილია, რომ თავიდან მოიშორა მილოშევიჩი და მიუხედავად იმისა, რომ ომის დამნაშავეთა სასამართლო პროცესების უმრავლესობა შინ უნდა გაიმართოს, ამ შემთხვევაში ისინი მილოშევიჩის თავიდან მოცილებას ჰააგის ტრიბუნალს უნდა უმადლოდნენ.”

ომის დამნაშავეთა საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისთვის გაეროს უშიშროების საბჭომ 1993-ტ წელს დაარსა. მისი წარმატება არც თუ ისე შთამბეჭდავია. ამჟამად ირჩევა 11დამანაშავის საქმე. სულ სასამართლოს წინაშე წარსდგა 67 ადამიანი, აქედან 31 გაასამართლეს. 30 დადანაშაულებული ჯერ არ დაუკავებიათ. მათ შორის აღსანიშნავია სერბიის პრეზიდენტი მილან მილუტინოვიჩი, ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი და ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო მეთაური რადკო მლადიჩი.

ამჟამად ტრიბუნალის შტატი 1200-ს კაცს ითვლის 77 ქვეყნიდან და მისი წლიური ბიუჯეტი 96.4 მილიონი დოლარია.

თუმცა ტრიბუნლამა გაასამართლა და განაჩენი გამოუტანა სერბებს, ხორვატებსა და ბოსნიელ მუსლიმანებს, არცერთი კოსოვოელი ალბანელი მის წინაშე არ წარმდგარა. და, როგორც აღნიშნავს სოროსის ფონდის ღია საზოგადოების ინსტიტუტის ნიუ იორკის განყოფილების თავმჯდომარე არიე ნიერი არვინ არ მოელის, რომ კოსოვოს განთავისუფლების არმიის ზოგიერთ ლიდერს ტრიბუნალი წარუდგენს რაიმე ბრალდებას.

ამასთან ის თვლის, რომ ამათი გასამართლება არ არის აუცილებელი ჰააგაში, შეიძლება ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზეც, თუ ტრიბუნალი სცნობს რომ ადგილობრივი სასამართლოები სანდოა.
XS
SM
MD
LG