Accessibility links

logo-print

ავღანეთის დედაქალაქის ქაბულის აეროპორტი დაიხურა

ავღანეთის დედაქალაქის ქაბულის აეროპორტი დაიხურა სამოქალაქო პირთათვის მას მერე, რაც მაჰმადიანმა პილიგრიმებმა, რომლებიც აღელდენენ მექაში მიმავალი რეისის გადადების გამო, ცემით მოკლეს გარდამავალი მთავრობის ავიაციის და ტურიზმის მინისტრი აბდულ რახმანი.

ავღანეთის დროებითი მთავრობის მეთაურმა ჰამი კარზაიმ განაცხადა, რომ რახმანი შეთქმულების მსხვერპლი გახდა. მისივე თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი არიან სამხედროები, ასევე იუსტიციის სამინისტროს და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, ოთხი მათგანი უკვე დააპატიმრეს, სამი საუდის არაბეთში გიაქცა. კარზაის თქმით, მკვლელობა დადეგმილი იყო და არაფერი აქვს საერთო პილტიგრიმობასთან.
მინისტრის მოკვლიდან სულ მალე ავღანეთში ჩაფრინდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო. მან “ბიბისის” უთხრა, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები, რომლებიც ამ დროს აეროპორტში იმყოფებდენენ, შორს იყვნენ შემთხვევის ადგილიდან.
დღესვე ავღანეთის პოლიციამ ჰაერში სროლით გაფანტა ბრბო, რომელსაც სტადიონზე შეღწევა სურდა. მოხდა შეტაკება, დაშავდა არაერთი ადამიანი. ამ შემთხვაშიც არავინ დაუპატიმრებიათ. შეტაკების დროისთვის სტადიონი უკვე გადაჭედილი იყო. ერთმანეთს ფეხბურთს ეთამაშებოდნენ ავღანეთის და იქ მყოფი უცხოელი ჯარსკაცების გუნდები. ფეხბურთის მატჩი სამშვიდობო ჯარმა ავღანელ ფეხბურთელებს მოუგო 3:1.
XS
SM
MD
LG