Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილმა


შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილმა სერჟანტმა ბრაიან რიგანმა, რომელსაც ერაყის, ლიბიისა და ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი, დღეს განაცხადა, რომ უდანაშაულოა.

შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილმა სერჟანტმა ბრაიან რიგანმა, რომელსაც ერაყის, ლიბიისა და ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი, დღეს განაცხადა, რომ უდანაშაულოა.
რიგანის საქმეს ვირჯინიის შტატის ფედერალური სასამართლო იხილავს. წაყენებული ბრალდების თანახმად, ყოფილმა სერჟანტმა ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ერაყის სადაზვერვო უწყებებს საიდუმლო ინფორმაცია შესთავაზა 13 მილიონი დოლარის სანაცვლოდ. ჯაშუშობის ბრალდება გასულ ოქტომბერს წაუყენეს ბრაიან რიგანს. თუ სასამართლო დაუმტკიცებს მას ბრალდებას, რიგანს სიკვდილით დასჯა ემუქრება.
XS
SM
MD
LG