Accessibility links

ისრაელის პრეზიდენტმა მოშე კაცავიმ გამოაცხადა


ისრაელის პრეზიდენტმა მოშე კაცავიმ გამოაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ უნდა შეცვალოს თავისი სტრატეგია იმის მიმართ, რასაც ის ტერორიზმს უწოდებს.

ისრაელის პრეზიდენტმა მოშე კაცავიმ გამოაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ უნდა შეცვალოს თავისი სტრატეგია იმის მიმართ, რასაც ის ტერორიზმს უწოდებს.


კაცავის არ უთქვამს, რაში უნდა მოხდეს ცვლილება, მაგრამ განაცხადა, რომ პალესტინელთა თვითმმართველობის ტერიტორიაზე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაელთა დასახლებაში - კარნეი შომრონში - თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქება ადასტურებს, რომ ტერორიზმის დაუნდობლობას ბოლო არ აქვს. ამ თავდასხმას თვითმკვლელი და ორი ისრაელი ახალგაზრდა შეეწირა.
დღეს ისრაელის არმიის საწვრთნელ ბაზაზე ტელ ავივსა და ჰაიფას შორის თავდახმა იქნა თავიდან აცილებული. ისრაელის ჯარმა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დააკავა სამი პალესტინელი, აგრეთვე ბომბები დაუშინა პალესტინელთა უშიშროების უწყების ობიექტებს, ქალაქ ნაბლუსთან.
XS
SM
MD
LG