Accessibility links

logo-print

რუსეთში მცხოვრები ავღანელები მათ სამშობლოს ამჟამად არ სჭირდება


რუსეთში 150 ათასი ავღანელი ცხოვრობს. მათი მესამედი მოსკოვსაა შეკედლებული, შეკედლებული იმიტომ,

რომ ისინი თალიბანს გამოექცენენ სხვადასხვა დროს და დღემდე ლტოლვილის ოფიციალური სტატუსის გარეშე ახერხებენ თავის გატანას რუსეთში. არადა საერთო პოტენცია ამ ავღანელებისა დიდია. წარმოიდგინეთ, მათ შორის პროვინციების 100-მდე ყოფილი ლიდერია, არიან ყოფილი მინისტრები, 15ათასი პროფესიონალი სამხედრო პირი, 200-მდე არმიის გენერალი. და მიუხედავად იმისა, რომ გარდამავალი მთავრობა მშვიდობის სტადიაში შესვლას და თითქოს სახელმწიფო არმიის შექმნას ცდილობს, ისინი იქ არავის სჭირდება, ყოველ შემთხვევაში დღემდე კარზაის ხელისუფლება მათ არ უხმობს და მათ გამოყენებას არ აპირებს.
ავღანელების თემი, სულ 6000-მდე ადამიანი, მოსკოვში სასტუმრო სევასტოპოლის კომპლექსშია დასახლებული. კომპლექსი წარმოადგენს საბჭოთა პერიოდის ოთხ რუხი ფერის შენობას, რომლებიც საცხოვრებელიცაა ავღანელებისათვის და სამუშაო ადგილიც. იქაურობა გადაქცეულია ავღანური პროდუქტის ბაზრად, რომელსაც ბევრი მოსკოველი ესტუმრება ხოლმე დაბალი ფასების გამო.
ჩვენი კორესპონდენტი იქ მცხოვრებთ გაესაუბრა. აღმოსავლეთ ავღანეთის კუნარის პროვინციის ყოფილი მმართველი ღულამ მოჰამადი ავღანთა თემს სათავეში უდგას. მისი თქმით, სასტუმრო სევასტოპოლში ავღანეთის ყველა ეთნიკური ჯგუფია წარმოდგენილი: პუშტუნები, უზბეკები, თურქმენები, ტაჯიკები, ჰაზარაელები, ნურისტანელები, აიმაყები და ბალოჩები. და რაც მთავარია, განაგრძობს მოჰამადი, ისინი სრულ ჰარმონიაში ცხოვრობენ ერთმანეთთან. მათ ცხოვრებას 1964 წლის ავღანეთის კორნსტიტუცია აწესრიგებს, ამბობს მოჰამადი - სხვათაშორის, ის კონსტიტუცია, რომელიც ავღანეთის სამომავლო პოლიტიკური მოწყობის შესახებ ბონის შეხვედრამ ავღანეთის მოქმედ კონსტიტუციად აღიარა. მოჰამადი ასე ახსნის ამ ფაქტს: [მოჰამადის ხმა]. “მნივშნელობა არ აქვს, ვინ ვართ ჩვენ, მინისტრები, გენერლები, გუბერნატორები თუ ჯარისკაცები, ჩვენ ჩვენი ოჯახების გამოსაკვებად ვმუშაობთ, ყველა ავღანელი შეთანხმებულად ცხოვრობს, აქ ავღანეთის ყველა პროვინციიდაა ხალხი. გარდმავალმა მთავრობამ აღადგინა 1964 წლის კოსნტიტუცია, მეფისდროინდელი, ჩვენთვის გასაგები იყო, რომ არც კომუნიტებისდროინდელი და არც მოჯაჰედების, მით უმეტეს, არც თალიბების კონსტიცუიით არ გვსურდა ცხოვრება, ამიტიომ ავირჩიეთ ეს კონსტიტუცია.”
სასტუმრო სევასტოპოლის ერთ-ერთ დარბაზში ტელეეკრანზე უჩვენებენ ფირს - ავღანელი მომღერალი ქალის ნაგმას მუსიკალური კლიპს. ნაგმა ამჟამად კანადაში ცხოვრობს, მისი მოკლე კაბა ამხელს, რომ მას ბოლო წლების ავღანეთთან კავშირი არ აქვს, მაგრამ რუსეთში მცხოვრებთათვის ის მისაღებია. [ნაგმას სიმღერა].
როგორც გითხარით, ავღანელები მოსკოვში სტატუსის გარეშე ცხოვრობენ, ამიტომ პრობლემა აქვთ ყველგან, სამედიცინო მომსახურების მხრივ, განათლების და სამუშაოს მხრივ. განსაკუთრებით კარგ საკბილოს წარმოადგენენ ისინი საგადასახადო მილიციისთვის.
ავღანელებს მოსკოვში დარჩენა არ სურთ. ბევრ მათგანს განათლება რუსეთში აქვს მიღებული და რუსულის კარგი ცოდნა იქ ცხოვრების საშუალებას უნდა აძლევდეს, მაგრამ მათ სამშობლო ენატრებათ და იქ სურთ წასვლა, მაგრამ უკან დაბრუნებაც პრობლემაა. მათი ავღანეთის ახლანდელ მთავრობას, ალბათ ეშინია კიდეც. 15 ათასი სამხერო პირი, ეს არის მთელი არმია, რომელსაც ალბათ ცოტა-ცოტა მხარდამჭერი ყველა პროვინციაში ეყოლება. ისე, რომ კარზაის მათი უკან შეშვება არ სურდეს, არ არის გასაკვირი. ავღანეთის გარდამავლ მთავრობის თავდაცვის მინისტრი, მოჰამად ფაჰიმი, მოსკოვში ყოფნისას თავის თანამემამულეებს არც კი შეხვდა, უბრალოდ არ ისურვა თავისიანებს გასაუბრებოდა.
XS
SM
MD
LG