Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათს

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათს გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ პარასკევს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, პარიზში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა დასაშვებად მიიჩნია პანკისის ხეობაში ოსამა ბინ ლადენის ყოფნა.

პრეს-კონფერენციაზე, ედუარდ შევარდნაძემ ირონიულად ახსნა იგორ ივანოვის ამგვარი პოზიცია იმ მოტივით, რომ რუსი მინისტრი წარმოშობით ახმეტის რაიონიდანაა, სადაც მისი დედის სახლი დგას დღემდე. შესაძლოა ბინ ლადენი ამ სახლში იმალება, და ეს უნდა შემოწმდეს, მიუხედავად იმისა, რომ სახლი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეკუთვნისო, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, იგორ ივანოვის ამ განცხადებამდე კარგა ხნით ადრე საქარველომ სათანადო ზომები მიიღო პანკისის ხეობაში ვითარების სტაბილიზაციისთვის.
XS
SM
MD
LG