Accessibility links

logo-print

შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი


შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი პანკისის ხეობაში კვირას გატაცებული პოლიციელების დაუყოვნებლივსა და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.

შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი პანკისის ხეობაში კვირას გატაცებული პოლიციელების დაუყოვნებლივსა და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.
როგორც სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი-2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, მომხდარი ფაქტის გამო პოლიცია უმოქმედოდ დარჩენას არ აპირებს, თუმცა გამოთქვამს იმედს, რომ ადგილობრივ უხუცესებთან მიმდინარე მოლაპარაკება შედეგს გამოიღებს და საქმე სერიოზულ გართულებამდე არ მივა. მინისტრის თქმით, ისინი კონკრეტულ ვადებზე, ულტიმატუმსა და სპეცოპერაციის დაწყებაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. გამტაცებლები სამართალდამცველებს სთავაზობენ პოლიციელთა გაცვლას სისხლის სამართლის 17 სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილ ნარკოვაჭარში, იური ბაღაკაშვილში, რომელიც კვირას საღამოს დააკავეს პანკისის ხეობის სოფელ დუისში. ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ არ დათანხმდება პოლიციელთა გათავისუფლებას დუისში დაკავებული კრიმინალის სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG