Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს ტოკიოში მხარი დაუჭირა იაპონიის პრემიერ-მინისტრის ძიუნიტირო კოიძუმის სტრუქტურულ ეკონომიკურ რეფორმებს და მოუწოდა შეაჩეროს ფასების დაცემა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს ტოკიოში მხარი დაუჭირა იაპონიის პრემიერ-მინისტრის ძიუნიტირო კოიძუმის სტრუქტურულ ეკონომიკურ რეფორმებს და მოუწოდა შეაჩეროს ფასების დაცემა.
კოიძუმი კმაყოფილებით შეხვდა ბუშის თანადგომას და განაცხადა, რომ იაპონიამ საკუთარი ეკონომიკისადმი დაკარგა რწმენა. ძიუნიტირო კოიძუმი მიესალმა ჯორჯ ბუშის ინიციატივას ალტერნატიული წინადადება წამოაყენოს კიოტოს 1997 წლის შეთანხმების სანაცვლოდ, და თან დასძინა, რომ მეტ ქმედებას მოელის ვაშინგტონის მხრიდან გლობალური დათბობის პრობლემის მოგვარების საქმეში. ამასობაში, სამხრეთი კორეის დეპუტატმა მმართველი პარტიიდან სონ სოკ-ჩანმა ჩხუბი გამოიწვია პარლამენტში, როცა ჯორჯ ბუშს უწოდა ”ბოროტების განსახიერება, რომელსაც კორეის გაყოფა სურს სამუდამოდ, ვინაიდან ჩრდილოეთი კორეა ბოროტების ღერძს მიაკუთვნაო. პოლიციამ დღეს სეულში დააპატიმრა 30 სტუდენტი, რომლებმაც შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის შენობა დაიკავეს და ჯორჯ ბუშს ”მკვლელ ვაჭარს” უწოდებდნენ.
XS
SM
MD
LG