Accessibility links

logo-print

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა დღეს ბრიუსელში განაცხადა, რომ ისრაელმა და პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ ბოლო უნდა მოუღონ ძალადობას ახლო აღმოსავლეთში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა დღეს ბრიუსელში განაცხადა, რომ ისრაელმა და პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ ბოლო უნდა მოუღონ ძალადობას ახლო აღმოსავლეთში.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იხილავენ საფრანგეთისა და ესპანეთის მიერ წამოყენებულ წინადადებას, რაც პალესტინელთა ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარებასა და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებას ითვალისწინებს. იოშკა ფიშერი გასულ კვირაში ეწვია ახლო აღმოსავლეთს და ძალადობის ესკალაციას რეგიონში ”აბსურდული” უწოდა. დღეს, დილით, ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა რაანან გისინმა განაცხადა, რომ ისრაელი სამაგიეროს გადაუხდის ნებისმიერ პალესტინელს, რომელიც შეიარაღებულ ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან აღმოჩნდება დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG