Accessibility links

logo-print

ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე იუგოსლავიის


ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე იუგოსლავიის პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა დაამთავრა დღეს სიტყვით გამოსვლა.

ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე იუგოსლავიის პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა დაამთავრა დღეს სიტყვით გამოსვლა.
მან განაცხადა, რომ ”მორალური თვალსაზრისით გამარჯვებულად მიიჩნევს თავს”. მილოშევიჩმა კატეგორიულად უარყო მისდამი წაყენებული ყველა ბრალდება. იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 90-იან წლებში, ომები ბალკანეთში მან კი არ გააჩაღა, არამედ დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებსაც იუგოსლავიის დაშლა და კოლონიად გადაქცევა ჰქონდათ განზრახული. მილოშევიჩი ამტკიცებდა ამასთანავე, რომ არაფერი არ იცოდა სისხლისღვრის შესახებ სრებრენიცაში, სადაც ბოსნიელმა სერბებმა 1992 წელს, 7 ათასზე მეტი მაჰმადიანი, ყმაწვილი და მამაკაცი დახვრიტეს. მანვე დასძინა, რომ იუგოსლავიის ჯარი მას არ ექვემდებარებოდა. დღესვე, საერთაშორისო ტრიბუნალის სხდომაზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო.
XS
SM
MD
LG