Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიის პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ განაცხადა


იუგოსლავიის პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ განაცხადა, რომ სამხედრო დანაშაულში ბრალდებული, ბოსნიელ სერბთა შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი რატკო მლადიჩი - იუგოსლავიაში არ იმყოფება.

იუგოსლავიის პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ განაცხადა, რომ სამხედრო დანაშაულში ბრალდებული, ბოსნიელ სერბთა შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი რატკო მლადიჩი - იუგოსლავიაში არ იმყოფება.
თან დასძინა, რომ იუგოსლავიის ჯარი ”მლადიჩს აღარ იცავსო”. გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა, კარლა დელ პონტემ, იტალიის საინფორმაციო სააგენტოსათვის გასულ კვირაში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელთა აქვს სამხილი იმის თაობაზე, რომ მლადიჩი, კოშტუნიცას მფარველობით, ბელგრადში იმალება. დღეს დილით, კოშტუნიცამ გააკრიტიკა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესის მსვლელობა ჰააგაში და მას ”უმეცრებაზე დაფუძნებული თვალთმაქცობა” უწოდა.
XS
SM
MD
LG