Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს წარმომადგენელმა

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს წარმომადგენელმა ერაყში ანდრეას მავრომატისმა დღეს ჟენევაში გამოთქვა იმედი, რომ მისი ვიზიტი ერაყში, რაც პირველად დაუშვა ბაღდადმა განვლილი 10 წლის მანძილზე, დადებით შედეგს გამოიღებს.

მავრომატისი სამდღიანი ვიზიტით ეწვია გასულ კვირაში ერაყს და იმედოვნებს, რომ ამ წლის დამლევს იქ ადამიანის უფლებათა წარმომადგენლობითი მისია შეუდგება საქმიანობას. როგორც გაეროს განცხადებაშია აღნიშნული, მავრომატისს საქმიანი საუბარი ჰქონდა ერაყის მთავრობის წარმომადგენლებთან ადამიანის უფლებათა საკითხებზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლების, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების, ქალების მდგომარეობის, აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და ომის ტყვეთა შესახებ. გაეროს უწინდელ ექსპერტს ადამიანის უფლებათა საკითხებში, მისი პირველი სტუმრობის შემდეგ 1992 წელს, როცა მან პოლიტიკური ოპოზიციის დევნა-შევიწროებაში დაადანაშაულა ერაყის მთავრობა, აღარ მისცეს ქვეყანაში დაბრუნების უფლება.
XS
SM
MD
LG