Accessibility links

logo-print

მოლდავეთში, ოპოზიციური ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია განაგრძობს


მოლდავეთში, ოპოზიციური ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია განაგრძობს საპროტესტო აქციებს, რომლის მონაწილენი, მათ შორის მოსწავლეები და სტუდენტები კომუნისტური მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

მოლდავეთში, ოპოზიციური ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია განაგრძობს საპროტესტო აქციებს, რომლის მონაწილენი, მათ შორის მოსწავლეები და სტუდენტები კომუნისტური მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
ოცი ათასამდე დემონსტრანტმა, მოლდავეთისა და რუმინეთის ეროვნული დროშებით ხელში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო დღეს კიშინიოვის ქუჩებში და გაჰყვიროდა: ”ძირს კომუნიზმი!” კორესპონდენტთა ცნობით, მოყოლებული 9 იანვრიდან, როცა კიშინიოვში საპროტესტო აქციები დაიწყო ლოზუნგით: ”რუსიფიკაცია მოლდავეთში არ გავა!”, ორშაბათს ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართა მოლდავეთის დედაქალაქში რესპუბლიკის კომუნისტი პრეზიდენტის, ვლადიმირ ვორონინის მთავრობის წინააღმდეგ. აქციები იმითაა გამოწვეული, რომ მთავრობას განზრახული აქვს რუსულის, როგორც მეორე ოფიციალური ენის სწავლება შემოიღოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში და შემოიღოს ისტორიის ახალი კურსი, რაც ოპოზიციის მტკიცებით, მოლდავეთის წარსულის გაყალბება იქნება.
XS
SM
MD
LG