Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სრულიად რუსეთის დემოკრატიული ყრილობის მონაწილეებმა


სრულიად რუსეთის დემოკრატიული ყრილობის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ რუსეთში შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება.

სრულიად რუსეთის დემოკრატიული ყრილობის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ რუსეთში შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება.
მათ მოითხოვეს დაუყოვნებლივ შეწყდეს არაკონსტიტუციური პოლიტიკური ცენზურა ქვეყნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, და პირველ რიგში ”ოერტესა” და ”ერტეერის” ტელეარხებზე. განცხადებაში, რომელიც დღეს იქნა მიღებული მოსკოვში მიმდინარე ფორუმზე
აღნიშნულია, რომ საზოგადოების ნებისმიერ ძალას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ღიად და სისტემატიურად გამოთქვას საკუთარი აზრი. სრულიად რუსეთის დემოკრატიულ ყრილობას 22 სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის პარტიების ”იაბლოკოსა” და ”მემარჯვენე ძალთა კავშირის”, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დამცველი საზოგადოების ”მემორიალის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG