Accessibility links

logo-print

არგებს თუ არა ბოშებს ევროპის საზღვრების გახსნა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორ-სამ წელიწადში ევროპის კავშირი აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოვდება და გაუღებს კარს დაახლოებით 60-ც მილიონ პოლონელს,

ჩეხსა და უნგრელს და, აგრეთვე, 6 მილიონ ბოშას. ბოშები, ანუ რომები, როგოც ისინი უწოდებენ თავს, ევროპის ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობაა და თანაც ყველაზე პრობლემური, ნაკლებად განათლებული და ღატაკი. მათ ხშირად წვრილმან დანაშაულში სდებენ ბრალს.

ევროპის კავშირი მკაცრად აკრიტიკებს ბოშების მიმართ მოპყრობას ჩეხეთსა თუ ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყანაში. მაგრამ ადამიანის უფლებათა დამცველები სულაც არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ ევროპის კავშირის დღევანდელი წევრი-ქვეყნები ბევრად უკეთესად მოეპყრობიან ბოშებს, როცა ისინი ისარგებლებენ რა გახსნილი საზღვრებით, მათთან აღმოჩნდებიან.

გავიხსენოთ ბრიტანელები, რომლებმაც პრაღის აეროპორტში საგანგებო ჯიხური დააყენეს, ბოშების დროზე თავიდან მოსაშორებლად. მართალია, დიდ ბრიტანეთში მიმავალ ყველა მგზავრს ამოწმებენ, მაგრამ თვითმფრინავში უმთავრესად ბოშებს არ უშვებენ.

ეს ზომა ბრიტანეთის მთავრობამ შარშან ზაფხულში შემოიღო, როცა ალბიონს ჩეხეთის რეპუბლიკიდან თავშესაფრის მთხოვნელ ბოშათა დიდი ტალღა მიაწყდა. ეს მოხდა მას შემდეგ რაც ლონდონმა ჩეხეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, ხოლო ბრიტანეთის ავიაკომპანიებმა პრაღასა და ლონდონს შორის ფრენა გააიაფეს.

უწინ ბრიტანეთი ევროპის კავშირის იმ წევრთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც მწარედ საყვედურობდნენ ჩეხეთს ბოშების მიმართ ცუდი მოპყრობის გამო. კრიტიკა განსაკუთრებით 1999 წელს გაძლიერდა ავადგახმაურებული ეპიზოდის შემდეგ: ჩეხეთის ქალაქ უსტი ნად ლაბემში ბოშებით დასახლებული კვარტალი გეტოდ აქციეს -ბეტონის მაღალი ღობე შემოავლეს გარს.

ჩეხეთის მთავრობის ადამიანის უფლებათა ოფისი უკმაყოფილოა აეროპორტში წარმოებული გაცხრილვით. მაგრამ ბრიტანეთის ხელისუფლება ამაზე პასუხობს, რომ ალტერნატივა გაცილებით უფრო არაპოპულარული იქნება - სავიზო რეჟიმის აღდეგნა ჩეხეთის ყველა მოქალაქისთვის.

ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს ადარდებს საკითხი, დარჩებიან რომები, ცნობილი მოხეტიალე ცხოვრების ყაიდით, თავის ადგილას, თუ ისარგებლებენ ევროპის გახსნილი საზღვრებით და დაიწყებენ მიგრაციას უკეთესი ეკონომიკური პირობების ძებნაში. პოლიცია ამ ქვეყნებში შიშობს, რომ ბოშების შესევა ქურდ-ბაცაცობის დონეს აამაღლებს.

"მე ვფიქრობ, რომ ბოშების უმრავლესობა მოინდომებს გადაადგილებას.," თქვა ერთერთმა დიპლომატმა პრაღაში. "უმუშევრობის დონე მათ შორის 70 პროცენტია და მათ აქვთ მიგრაციისთვის სერიოზული ეკონომიკური მიზეზიო."

ვიქტორ სეკიტი, ჩეხეთის მთავრობასთან არსებული ბოშათა საკითხების მრჩეველთა საბჭოს მეთაური, ამბობს რომ ბოშას, როგორც მოხეტიალის სტერეოტიპია დამკვიდრეუბული.

"ჩეხეთის რომების დიდი უმრავლესობა ერთ ადგილას ცხოვრობს და არსად არ აპირებს გადაადგილებას", თქვა მან და დაამატა, რომ ისინიც კი, ვინც ბრიტანეთში ეძებენ თავშესაფარს არ გეგმავენ მუდმივად იქ დარჩენას. "ისინი აპირებენ გაერთიანებულ სამეფოში ფულის გაკეთებას , უკან დაბრუნებასა და აქ საკუთრების შეძენასო", თქვა მან.

ჩეხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობს დაახლოებით 300 ათასი ბოშა. მეზობელ სლოვაკეთში - 520 ათასი, მისი მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი. კომუნისტურ პერიოდში, როცა ეს ორი ქვეყანა ერთი სახელმწიფო - ჩეხოსლავაკია იყო, 1958 წლის კანონით, სახელად "მოგზაურობის პროსკრიპციის აქტი" ბოშებს მოხეტიალე ცხოვრება აეკრძალათ. ორი წლის წინ, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების ზეწოლით, ჩეხეთის რესპუბლიკამ ეს კანონი გააუქმა. სლოვაკეთში ის დღემდე ძალაშია.

სეკეტს, თვით ბოშას, ეჭვი ეპარება, შეიძლება თუ არა მომთაბარეობას ადამიანის უფლებათა კვალიფიკაცია მიენიჭოს. "ვფიქრობ, რომ ევროპას შეეფერება დასახლებული ცხოვრების სტილი. 1958 წლის კანონი, რომლითაც გააჩერეს ჩვენი მამა-პაპის ბორბლები, მეტისმეტად მკაცრი იყო. უმჯობესია დასახლებული ცხოვრების სტილისთვის პირობების შექმნაო", ამბობს ის.

ათასი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ ბოშები ასიმილაციას ევროპის საზოგადოებაში. ამ ფენომენს განათლების დაბალი დონეც უწყობდა ხელს. ჩეხეთის რესპუბლიკაში ბოშა ბავშვების 65 პროცენტს ჩამორჩენილ ბავშვთა სპეცსკოლებში აგზავნიან. სლოვაკეთში 75 პროცენტს. ორივე ქვეყნის ამ სკოლების მოსწავლეთა 90 პროცენტი ბოშებია. ორგანიზაცია "გადაარჩინე ბავშვები"-ს თანახმად, ევროპაში ბოშა ბავშვების 30 პროცენტი საერთოდ არ დადის სკოლაში. ევროპის საბჭოს ქვეყნებში ბოშა ბავშვების დაახლოებით 50 პროცენტი სკოლაში არასოდეს არ ყოფილა.

იუგოსლავიის ფედერაციის ჩეონოგორიის რესპუბლიკაში 20 ათასი ბოშა ცხოვრობს,მაგრამ ყოველწლიურად დაწყებით სკოლას მხოლოდ 30 მოწაფე ამთავრებს. ამჟამად საშუალო სკოლაში მხოლოდ სამი ბოშა მოსწავლეა ჩარიცხული.

სეკიტს უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. მაგრამ ეს იშვიათია ჩეხეთის ბოშებს შორის. მისი თქმით, უმაღლესი განათლების ბოშათა რიცხვი ჩეხეთში 20-ზე ნაკლებია. ერთერთი მათგანია მილან კოვაჩი, რომელიც ოსტრავას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ განათლების სამინსტროს უმცირესობათა საქმეების განყოფილებაში მუშაობს. მისი თქმით, დისკრიმინაცია და შეუწყნარებლობა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ყველაზე მძიმე ასატანი ის არა თანაკლასელებისგანაა, არამედ მასწავლებელბისგან. ბოშა ბავში თავს დაუცველად გრძნობს და საერთოდ ანებებს თავს სკოლას, ამბობს ის.

კარელ ტომეკი, კოვაჩის უფროსი განათლების სამინისტროში აბობს, რომ გასულ თვეში მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომლის მიზანია უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში რომას ყველა მოსწაფეები ნორმალურ სკოლებში გადაიყვანონ.

კოვაჩი აღიარებს, რომ ბოშათა სათვისტომო თვითონ ბევრს არას აკეთებს თავის დასახმარებლად. "ბოშებს შორის არ არის ერთიანობა. ზოგს სურს ასიმილირება. სხვები ამას კატეგორიულად უარყოფენ. თუ ვისწავლით თანამშრომლობას, ბევრი ჩვენი პრობლემის გადაჭრა შეგვეძლება," ამბობს კოვაჩი.
XS
SM
MD
LG