Accessibility links

logo-print

ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის

ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ამ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები პანკისის ხეობაში საერთაშორისო ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის შესაძლო ყოფნის შესახებ "ხელს არ უწყობს საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა გაუმჯობესებას".

სააგენტო პრაიმ-ნიუსისათვის მიცემულ ინტერვიუში მენაღარიშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები "ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და აბსურდულია". მისივე თქმით, ძნელია იმის კომენტირება, თუ რისთვისაა გამიზნული ამგვარი განცხადებები. ირაკლი მენაღარიშვილმა გულისტკივილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განცხადებები კეთდება იმ პერიოდში, როცა დიდი ძალისხმევა და ენერგია იხარჯება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გასაუმჯობესებლად. განცხადებები, პანკისში ბინ ლადენის შესაძლო ყოფნის შესახებ ამ დღეებში გააკეთეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა.
XS
SM
MD
LG