Accessibility links

პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი კახა იმნაძე

პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი კახა იმნაძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოში, ანტი-ტერორისტული ოპერაციაა დაგეგმილი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მონაწილეობით.

როგორც ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას აღნიშნა სამშაბათს იმნაძემ, ასეთი ინფორმაციები საქართველოსა და უცხოეთის მასობრივ საშუალებებში სხვადასხვა წყაროებზე, მათ შორის საქმეში ჩაუხედავი პიროვნებების გამონათქვამებზე დაყრდნობით გავრცელდა.
მისივე თქმით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან, რაც ყველა სფეროს, მათ შორის სპეცსამსახურებს შორის საქმიან კონტაქტებსაც მოიცავს.
XS
SM
MD
LG