Accessibility links

logo-print

მოსამართლე რიჩარდ მეიმ, რომელიც ჰააგაში

მოსამართლე რიჩარდ მეიმ, რომელიც ჰააგაში მიმდინარე პროცესს თავმჯდომარეობს, დღეს განაცხადა, რომ ივლისში უნდა დამთავრდეს იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მიერ კოსოვოში ჩადენილი დანაშაულის განხილვა.

ამის შემდეგ გაეროს ტრიბუნალი შეუდგება მილოშევიჩისადმი წაყენებული კიდევ ორი ბრალდების: 1992-95 წლებში ბოსნიაში მომხდარი ომის დროს გენოციდის, ხოლო ხორვატიაში 1991 წელს, კაცობირიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის განხილვას. დღეს მილოშევიჩმა, 4 საათიანი დაკითხვა მოუწყო სასამართლოზე გამოძახებულ პირველ მოწმეს, კოსოვოელ ალბანელ პოლიტიკოსს, მაჰმუდ ბაკალის. მილოშევიჩმა უარყო წაყენებული ბრალდება, რომ მან ქალები და ბავშვები დახოცა და ელემენტარული უფლებები ჩამოართვა კოსოვოელ ალბანელებს. ბაკალიმ თქვა, რომ მილოშევიჩმა ტერორიზმი მოიმიზეზა ქალების, ბავშვებისა და მოხუცების დასახოცად. ხვალ სასამართლოზე გამოცხადდება მეორე მოწმე, რომელმაც დახოცილ ალბანელთა არაერთ მასობრივ საფლავს მიაკვლია კოსოვოში.
XS
SM
MD
LG