Accessibility links

თურქმენული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა

თურქმენული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის შიხმურადოვმა განაცხადა, რომ უკანასკნელი კვირეების მანძილზე, თურქმენეთში, პრეზიდენტ საფარმურად ნიაზოვის 300-დე მოწინააღმდეგე დააპატიმრეს.

მისივე თქმით, დაპატიმრებულებს აწამებენ. შიხმურადოვმა, რომელიც პარიზშია ამჟამად, "ფრანს-პრესის" სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ეს. თურქმენეთის პროკურატურამ სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდება წაუყენა შიხმურადოვს და მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. თავად შიხმურადოვი აცხადებს, რომ მის დევნა-შევიწროებას პოლიტიკური სარჩული უდევს.
XS
SM
MD
LG