Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი ტერორისტული აქტი მოხდა ბასკებით


მორიგი ტერორისტული აქტი მოხდა ბასკებით დასახლებულ ჩრდილოეთ ესპანეთში. ქალაქ ბილბაოს შემოგარენში დღეს დილით, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგად სულ ცოტა სამი ადამიანი დაიჭრა.

მორიგი ტერორისტული აქტი მოხდა ბასკებით დასახლებულ ჩრდილოეთ ესპანეთში. ქალაქ ბილბაოს შემოგარენში დღეს დილით, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგად სულ ცოტა სამი ადამიანი დაიჭრა.
ერთ-ერთი დაზარალებული - ესპანეთის სოციალისტური პარტიის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელობის წევრია. ხელისუფლებამ, როგორც ყოველთვის, ბასკ სეპარატისტთა ორგანიზაცია "ეტას" დააკისრა ამჯერადაც ამ აფეთქების პასუხისმგებლობა. სამ ათწლეულზე მეტია უკვე, რაც "ეტა", ჩრდილოეთ ესპანეთსა და სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ბასკების დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასაარსებლად შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებს, რამაც 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG