Accessibility links

logo-print

სერბებს საკუთარი წარსულის გააზრება მართებთ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა სერბიაში, მას მერე, რაც დაიწყო იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი ჰააგაში, ყველა ტელევიზორი ჩართულია.

ყველა გულდასმით ადევნებს თვალს მილოშევიჩის გამოსვლას. მილოშევიჩმა კი გამოაცხადა, რომ ბრალდება არა მარტო მის, არმედ სერბების, ყველა სერბის წინააღმდეგ არის მიმართული.
გრძნობს თუ არა რიგითი სერბი თავის პასუხიმგებლობას გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში, ბალაკანეთის სამ ომში 1990-იან წლებში, რომელსაც მილოშევიჩს აბრალებენ?

მილოშევიჩის პირველი გამოსვლა, რომელშიც მან კითხვის ნიშნის ქვეშ მოაქცია ტრიბუნალის ლეგიტიმურობა და ნატოსა და დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკა, მისი თანამემამულეებისთვის უფრო იყო განკუთვნილი, ვიდრე მოსამართლეებისთვის.

“ზოგიერთს დღემდე ვერ გაუგია, რომ ომი ტერიტორიებისთვის ყოფილ იუგოსლავიაში დასავლეთის ზესახლემწიფოთა ინტერესებში და მათი სურვილის შედეგი იყოო”, თქვა მილოშევიჩმა.

მიმომხილველების სიტყვით, მილოშევიჩის თავდაცვის სტრატეგია – ომის დანაშაულის უარყოფა და იუგოსლავიის სისხლიანი დაშლის დასავლეთზე გადაბრალება, ბევრი სერბის გულისნადებს ეხმაურება.

ნატაშა ნოვაკოვიჩი, ჰელსინკის კომისიის წარმომადგენელი ბელგრადში ამბობს, რომ ბევრს მართლაც სჯერა, რომ სერბებს არაფერი აქვთ საერთო ხორვატიაში, ბონიასა და კოსოვოში ჩადენილ ბოროტმოქმედებასთან. ნოვაკოვიჩის თქმით, მილოშევიჩი მიმართავს იმავე რიტორიკას, რომელსაც იგი ხელისუფლებაში ყოფნის 13 წლის განმავლობაში იყენებდა თანამემამულეების მანიპულირებისთვის და ბევრ სერბს ეს დღემდე ვერ გაუაზრებია.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, სერბიის მოსახლეობის ნახევარსაც კი არ სჯერა, რომ 1995 წელს სრებრენიცასში ხოცვა-ჟლეტა მოხდა. მილოშევიჩის ბრალდება გენოციდში ნაწილობრივ დამყარებულია ამ სისხლისღვრაზე, რომელშიც ბოსნიელმა სერბებმა 7 ათასი მოზრდილი მამაკაცი და მოზარდი მუსლიმანი მოკლეს. შარშან სერბიის ტელევიზიამ აჩვენა ამ ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებული მასლა, რასაც სერბები პროტესტებით გამოეპასუხენ.

იგივე გამოკითხვა აჩვენებს, რომ სერბების ნახევარი ომის ერთ დანაშაულასაც კი ვერ ასახელებს, რომელიც ჩაიდინეს სერბთა ძალებმა ხორვატიაში, ბოსნიასა და კოსოვოში. სამაგიეროდ, შეუძლიათ მოიყვანონ სერბების წინააღმდეგ სხვების მიერ ჩადენილი ბოროტმოქემდების მინიმუმ სამი მაგალითი.

გამოკითხვაში გამოირკვა, აგრეთვე, რომ ბევრი ბოსნიელი სერბების ყოფილ ლიდერებს რადოვან კარაჯისა და გენერალ რადკო მლადიჩს “გმირებად და სერბიის დიდ ქომაგებად” თვლის. (ორივეს აქვს წარდგენილი ომის დანაშულის ბრალდება ჰააგის ტრიბუნალის მიერ)

ნოვაკოვჩი აღნიშნავს, რომ მართალია, მედია გადასცემს მილოშევიჩის სასამართლო პროცესს, მაგრამ მილოშევიჩის არგუმენტაციის გაანალიზებას თავს არიდებს. იუგოსლავიის პრეზიდენტი ვოიცლავ კოშტუნიცა დაუფარავად აკრიტიკებს ჰააგის ტრიბუნალს. სერბიის პრემიერ-მინისტრი ზორან ჯინჯიჩი, რომელმაც გაგზავნა მილოშევიჩი ჰააგაში, ხმას არ იღებს. ნოვაკოვჩის აზრით, ამის მიზეზი პოსტის დაკარგვის შიშია.

“ამ მომენტში ომის დანაშაულზე ღიად ლაპარაკი პოლიტიკური პარტიებისთვის თვითმკვლელობაა”, ამბობს ნოვაკოვიჩი.

მიმოხილეველების თქმით, ხელისულებას არ სურს წარსულის შესწავლა. ამის საუკეთესო ილუსტრაციაა ის, რომ არ ხდება ბელგრადის სიახლოეს აღმოჩენილი ალბანელთა მასობრივი საფლავის გამოძიება. ომის დანაშაულის სამხილი პირველად იქნა ნაპოვნი, ასე ვთქვათ სერბიის ეზოში, რაზედაც თვალის დახუჭვა არჩიეს.

ვლადიმირ გოატი, პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი ბელგრადის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ ეს მომენტი თვალსაჩინოთ მიუთითებს, თუ რატომ უნდა გაასამართლონ მილოშევიჩი ჰააგაში და არა სერბიაში, როგორც ამას ბევრი მოითხოვდა. გოატი ამბობს, რომ იუგოსლავიის მართლმსაჯულებას არ შესწევს უნარი ან არ არის მზად გაარჩიოს ომის დანაშაულის საქმეები. არც პოლიტკოსები არიან დაინტერესბული ამგვარი გამოძიებით.

მაგრამ გოატი არ კარგავს იმედს, რომ მილოშევიჩის სასამართლო პროცესი, რომელიც შეიძლება ორ წელს გაგრძელდეს, ახალი კუთხით დაანახვებს სერბებს მოვლენებს და გამოაღვიძებს საზოგადოების სინდისს.
[გოატის ხმა] “იქნება ახალი ინფორმაცია, ახალი ციფრები. აქამდე სერბიის მოქალაქეებმა ძალიან ცოტა რამ იციან სერბიისა და იუგოსლავიის უახლესი ისტორიის შესახებ. უახლოეს ისტორიაში მე 1990-იან წლებს ვგულისხმობ”.

მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნალის გენერალური პროკურორი კარლა დელ პონტე ხშირად იმეორებს, რომ მართლმსაჯულების წინაშე დგას მხოლოდ მილოშშევიჩი და არა სერბი ხალხი, მიმომხილველები, მსგავსად ჰელსინკის კომისიის წარმომადგენელ ნატაშა ნოვაკოვიჩისა, თვლიან, რომ სერბებმა უნდა აღიარონ, რომ იზიარებნ დანაშაულს.

ნოვაკოვიჩი იმასაც იხსენებს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში სერბები ხმას აძლევდნენ მილოშევიჩს და ამბობს: ჩვენ უნდა დავეკითხოთ თავს, ნუთუ მართლა იყო ეს ჩვენი არჩევანი, ნუთუ მართლა ვუჭერდით მხარს ყველაფერს, რაც მოხდა ბოსინიაში, ხორვატიასა და კოსოვოში? ნოვაკოვიჩი თვლის, რომ მის ხალხს დიდი გზის გავლა მოუხდება ამ კითხვების დასვამდე.
XS
SM
MD
LG