Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ურთიერთობათა ნორმალიზაციას შეეცდება ჩრდილოეთ კორეასთან, თუმცა კვლავ მძაფრად გააკრიტიკა ამასთანავე ფხენიანის პოლიტიკა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ურთიერთობათა ნორმალიზაციას შეეცდება ჩრდილოეთ კორეასთან, თუმცა კვლავ მძაფრად გააკრიტიკა ამასთანავე ფხენიანის პოლიტიკა.
პრეს-კონფერენციაზე სეულში, სამხრეთი კორეის პრეზიდენტ კიმ დე ჯუნთან მოლაპარაკების შემდეგ, ბუშმა განაცხადა, რომ მისი პოზიცია კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის რეჟიმის მიმართ დარჩება უცვლელი, ვიდრე ფხენიანი არ დაიწყებს მშვიდობიან დიალოგს სეულთან. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოუწოდა ფხენიანს – გახსნას საზღვარი სამხრეთ კორეასთან, და თან დასძინა, რომ ვერცერთი ქვეყანა ვერ იქცევა საკუთარი ხალხისთვის ციხედ. ”ჩრდილოეთი კორეის კომუნისტი ლიდერები მასობრივი განადგურების იარაღს აწარმოებენ, მაშინ როცა მოსახლეობა ქვეყანაში – შიმშილობს”-აღნიშნა ჯორჯ ბუშმა. ხვალ ბუში – ჩინეთს ეწვევა.
XS
SM
MD
LG