Accessibility links

logo-print

სასამართლომ პრაღაში, სამხილის უკმარისობის გამო


სასამართლომ პრაღაში, სამხილის უკმარისობის გამო დღეს გაამართლა კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიუბომირ შტროუგალი, რომელსაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.

სასამართლომ პრაღაში, სამხილის უკმარისობის გამო დღეს გაამართლა კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიუბომირ შტროუგალი, რომელსაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.
პროკურატურამ განაცხადა, რომ 1965 წელს, შტროუგალმა ისარგებლა უფლებამოსილებით, რათა საიდუმლო პოლიციის 7 წევრი, რომლებსაც მკვლელობასა და პატიმართა წამებაში ადანაშაულებდნენ, არ წამდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე. მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებამ ვერ წარმოადგინა საკმარისი სამხილი შტროუგალისადმი წაყენებული დანაშაულის დასამტკიცებლად. ლიუბომირ შტროუგალი 1970 წლის იანვარში გახდა ჩეხოსლოვაკიის პრემიერ-მინისტრი და მომდევნო 18 წლის განმავლობაში რჩებოდა ამ თანამდებობაზე.
XS
SM
MD
LG