Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ანატოლი კვაშნინმა, სააგენტო ”ინტერფაქსისათვის” მიცემულ ინტერვიუში დღეს განაცხადა,

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ანატოლი კვაშნინმა, სააგენტო ”ინტერფაქსისათვის” მიცემულ ინტერვიუში დღეს განაცხადა,
რომ რუსეთმა და საქართველომ საერთო ძალებით უნდა გაანადგურონ ”ტერორისტული ცენტრები” პანკისის ხეობაში. შეერთებული შტატების მონაწილეობა ამ საქმეში ”ნაკლებადაა მოსალოდნელი”-დასძინა გენერალმა კვაშნინმა.
ამასობაში ”ასშიეიტედ პრესისა” და ”რეიტერის” სააგენტოები იუწყებიან, რომ დღეს თბილისს, სრულიად მოულოდნელად, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ნიკოლაი პატრუშევი ეწვია, სადაც თავის ქართველ კოლეგებთანა და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან გამართავს მოლაპარაკებას. როგორც სააგენტოები აღნიშნავენ, ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ თბილისში პატრუშევის ჩასვლის მიზანი.
XS
SM
MD
LG