Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები მზადაა – დიალოგი


შეერთებული შტატები მზადაა – დიალოგი დაიწყოს ჩრდილოეთ კორეასთან, რაშიაც ჩინეთს შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი.

შეერთებული შტატები მზადაა – დიალოგი დაიწყოს ჩრდილოეთ კორეასთან, რაშიაც ჩინეთს შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი.
ასეთი განცხადება გააკეთა დღეს პეკინში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ძიან ცზემინთან მოლაპარაკების შემდეგ. პრეზიდენტმა ბუშმა კვლავ მოუწოდა ჩინეთის ხელმძღვანელობას – გაამკაცროს კონტროლი მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებაზე. მან აღნიშნა ამასთანავე, რომ აუცილებელია ჩინეთში ადამიანის უფლებების, და სახელდობრ, რელიგიის თავისუფლების განუხრელი დაცვა. ძიან ცზემინმა მიიღო ჯორჯ ბუშის მიპატიჟება – ამ წლის ოქტომბერში ეწვიოს შეერთებულ შტატებს.
XS
SM
MD
LG