Accessibility links

logo-print

ჰააგაში გრძელდება იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის


ჰააგაში გრძელდება იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი.

ჰააგაში გრძელდება იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი.
ბრალდების მოწმემ, კოსოვოელმა ალბანელმა აღიმ ზექირიმ – ავადმყოფობის გამო ვერ გააგრძელა დღეს ჩვენებების მიცემა. გუშინ ზექირიმ განაცხადა, რომ 1999 წელს სერბმა სამხედროებმა მისი ოჯახის 16 წევრი მოკლეს, ხოლო იგი სასტიკად სცემეს და იძულებით ჩაიყვანეს ალბანეთში. მილოშევიჩი განაგრძობს მტკიცებას, რომ კოსოვოში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის პასუხისმგებლობა – მთლიანად ნატოს კავშირს აკისრია.
XS
SM
MD
LG