Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის დელეგაცია არ გამოცხადდა ეუთოს


ბელორუსიის დელეგაცია არ გამოცხადდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგ სესიაზე, რომელიც ვენაში დაიწყო დღეს.

ბელორუსიის დელეგაცია არ გამოცხადდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგ სესიაზე, რომელიც ვენაში დაიწყო დღეს.
საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ადრიან სევერინმა განაცხადა, რომ ბელორუსიის ხელისუფალთაგან არანაირი ახსნა-განმარტება არ მიუღია. სესიაზე, სხვა საკითხებთან ერთად ბელორუსიის დელეგაციის სტატუსი უნდა განეხილათ. ბელორუსიის პარლამენტმა ოფიციალური განაცხადი შეიტანა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შესვლის თაობაზე. ბელორუსია ეუთოს წევრია, მაგრამ გარიცხულ იქნა ამ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეიდან იმის გამო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკანონოდ მიიჩნეს ამ რესპუბლიკაში 1996 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.
XS
SM
MD
LG