Accessibility links

logo-print

პეკინის უნივერსიტეტში გამოსვლისას, ჯორჯ ბუშმა


პეკინის უნივერსიტეტში გამოსვლისას, ჯორჯ ბუშმა მოუწოდა ჩინეთის ლიდერებს – განუხრელად დაიცვან ქვეყანაში დემოკრატიისა და რელიგიის თავისუფლების პრინციპები.

პეკინის უნივერსიტეტში გამოსვლისას, ჯორჯ ბუშმა მოუწოდა ჩინეთის ლიდერებს – განუხრელად დაიცვან ქვეყანაში დემოკრატიისა და რელიგიის თავისუფლების პრინციპები.
დღეს დილით, პეკინის უნივერსიტეტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ბუშმა მოუწოდა ჩინეთის ლიდერებს განუხრელად დაიცვან ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპები და რელიგიის თავისუფლება. ”ცხოვრებამ, ამერიკაში, ცხადყო, რომ თავისუფლება, კანონიერებასთან შერწყმული, სულაც არაა საშიში. თავისუფალ საზოგადოებაში, აზრთა სხვადასხვაობა სულაც არაა ქაოსი, კამათი – არაა დაპირისპირება, და არც განსხვავებული აზრია რევოლუცია. იმაზე ვლოცულობ, რომ ბოლო მოეღოს ყოველგვარ დევნა-შევიწროებას, რათა ყოველთა ადამიანმა ჩინეთში უმტკივნეულოდ შესძლოს ლოცვა, როცა კი მოესურვება”-განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ბუშის ჩასვლიდან ერთი საათის შემდეგ ჩინეთის პოლიციამ პეკინის შემოგარენში შეკრებილი 47 ქრისტიანი დააპატიმრა და მხოლოდ დღეს გაათავისუფლა ჯორჯ ბუშის გამგზავრების შემდეგ.
XS
SM
MD
LG