Accessibility links

კიშინიოვში გრძელდება მასობრივი დემონსტრაციები, რომლის


კიშინიოვში გრძელდება მასობრივი დემონსტრაციები, რომლის მონაწილენი მოლდავეთის კომუნისტი პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

კიშინიოვში გრძელდება მასობრივი დემონსტრაციები, რომლის მონაწილენი მოლდავეთის კომუნისტი პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
დღევანდელ მანიფესტაციაში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო გამოსვლები იმითაა გამოწვეული, რომ მთავრობამ გადაწყვიტა რუსული ენის სავალდებულო სწავლება შემოიღოს სკოლებში, ხოლო რუმინეთის ისტორია, სასწავლო პროგრამაში, მოლდავეთის ისტორიით შეცვალოს. მთავრობის მიერ გუშინ შეთავაზებულმა კომპრომისმა ოპოზიცია არ დააკმაყოფილა. მოლდავეთის გენერალურმა პროკურორმა ვასილი რუსუმ დღეს განაცხადა, რომ ქრისტიანულ-დემოკრატიული სახალხო პარტიის სამი დეპუტატის წინააღმდეგ, რომლებსაც პროკურატურა საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებად მიიჩნევს, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

XS
SM
MD
LG